„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის ” – ნიკოლო სკირა

42
spot_img

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის და მომავალ სეზონში გუნდი ქართველი ფეხბურთელის გარშემო აეწყობა, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

„სკირას ცნობით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2029 წლამდე გეგმავს. ის წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს, ერთ მილიონს კი ბონუსების სახით.

„ამ შემთხვევაში, ქართველი „ნაპოლის“ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნიგერიელი მომავალ ზაფხულში იტალიურ კლუბს დატოვებს.

კვარაცხელიას მენეჯერი „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრო. ქართველი გარემარბი ამჟამად გუნდის შემადგენლობაში მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა, ის 1.3 მილიონ ევროს იღებს.

აურელიო დე ლაურენტისისთვის ახლა მნიშვნელოვანია, ხვიჩასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს და მომავალ წელს გუნდი მის გარშემო აეწყოს“, – წერს გამოცემა „არეა ნაპოლი“.