ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა

107
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა.

ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას როგორც უკრაინისთვის, ასევე, ღაზის სექტორისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანოს ამაში თავისი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, ის ბანდიტია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.