“მთიან ყარაბაღში რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას გააგრძელებს” – ემანუელ მაკრონი

210
spot_img

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მთიან ყარაბაღში რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-ის ეთერში განაცხადა.

„ურყევად და უპირობოდ დავუჭერთ მხარს სომხეთს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ დონეზე. სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარეა. რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომეხი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები ტოვებენ. 24 სექტემბრის 22:00 საათის მონაცემებით, რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 1050 დევნილია გადასული.