,,მოზარდი, რომელსაც სტადიონზე დენმა დაარტყა, კარგადაა”- ნიკა ღვინიაშვილი

228
spot_img

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკა ღვინიაშვილის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სტადიონზე დენმა დაარტყა, კარგია.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ღვინიაშვილი ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც სწორედ აღნიშნული მოზარდი მოინახულა.

„საბედნიეროდ, ბავშვი კარგადაა. მერიის შესაბამისი სამსახურები კომპანიასთან ერთად შეისწავლიან და გავიგებთ რა მოხდა. სტადიონი არაა ჯერ ჩაბარებული, სამუშაოები არ დასრულებულა”, – ნიკა ღვინიაშვილმა.

გორის მერიის ინფორმაციით, დილიდან ადგილზე მუშაობს კომპანია, რომელიც ქვემო ნიქოზში სტადიონის მოწყობას ახორციელებს.

„კომპანიის თანამშრომლები ამოწმებენ და არკვევენ რამ გამოიწვია დენის გადატანა. სტადიონის მშენებლობა ნიქოზში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ გორის მერიას არ ჩაუბარებია და არ მიუღია. სტადიონზე, როგორც ირკვევა, სამუშაოების დასრულებამდე ბავშვების შესვლა სავარაუდოდ, თვითნებურად მოხდა“, – აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.