გერმანიაში ლტოლვილთა რაოდენობა ძალიან მაღალია – ოლაფ შოლცი

234
spot_img

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი ცდილობს შეაჩეროს არალეგალური მიგრაცია სასაზღვრო კონტროლის მეშვეობით.

მისი თქმით, მიგრანტების 70%-ზე მეტი არ იყო რეგისტრირებული, თუმცა თითქმის ყველა მათგანი გერმანიაში ჩასვლამდე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იმყოფებოდა.

„დევნილების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ, დიდია. ფედერალური მთავრობა სრულიად ერთიანია იმაში, რომ ევროკავშირში უკანონო მიგრაცია შეაჩეროს. ამის გაკეთება მხოლოდ ერთიანად და სოლიდარულად შეიძლება. გერმანია ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად“, – აღნიშნა შოლცმა.