მოწადინებული ვართ, რომ ყველა დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა -ალექსანდრე რაქვიაშვილი

35
spot_img

ერთი მხრივ ჩვენ ზოგადად მოწადინებული ვართ, რომ ყველა დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა. რაც უფრო მეტი სივრცე იქნება, რომ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელსაც 9 პუნქტი აღწერს, მით უკეთესი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„მეორე მხრივ, მე არ შემიძლია ვილაპარაკო რას იზამენ ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები იმიტომ, რომ ალბათ ეს დამოკიდებული იქნება მათ პოლიტიკურ მიზნებზე და იმაზე, თუ ფაქტობრივად რას შემოგვთავაზებენ „ქართული ოცნებიდან“. ამიტომ ჯერ ეს შეხვედრა უნდა შედგეს და შემდეგ ვილაპარაკოთ ზოგადად პოზიციებზე“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ხვალ პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს.