დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებისა და საზღვრის დახურვის პირობას დებს

65
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებისა და საზღვრის დახურვის პირობას დებს, – ამის შესახებ ტრამპმა ლოს ანჯელესში წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა.

მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის დაეხმარება ტეხასის შტატსაც, სადაც დამატებით რესურსებს განათავსებს.

ტეხასს სრული მხარდაჭერა ექნება. მე განვათავსებ ყველა აუცილებელ სამხედრო და სამართალდამცავ რესურსს, რათა დავლუქოთ საზღვრის ბოლო სექცია. როგორც იცით, ჩვენ ავაგეთ 500 მილზე მეტი სიგრძის კედელი. თუმცა რასაც ისინი აკეთებენ, წარმოუდგენელია. ვერავინ ხსნის, რატომ არის ეს ღია ჭრილობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, თუნდაც პოლიტიკურად. ლათინოამერიკელთა ხმების წყალობით, ჩვენ დემოკრატიულ პარტიაზე ბევრად უკეთესი მდგომარეობა გაქვს. ეს კარგია ჩვენთვის, თუმცა ვაპირებთ, დავლუქოთ საზღვარი, დავასრულოთ ის. წარმოუდგენელია, ტეხასის დახმარების გარეშე გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება. თაღლითი ჯო ბაიდენი იბრძვის, რომ გაანადგუროს ტეხასის სასაზღვრო უსაფრთხოება. ისინი ჭრიან მავთულებს. მათ საზღვრების გახსნა სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.