მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

31
spot_img

მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. ამის შესახებ განცხადება ქალაქ მოსკოვის პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ალექსეი ნავალნის სახელი არ არის ნახსენები, თუმცა საპატიმროში მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის რამდენიმე ქალაქში – მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, ულიანოვსკში – მოსახლეობამ ყვავილები მიიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან.

„ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, პირთა გაურკვეველი წრისადმი გავრცელებულ მოწოდებებთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღონ მოსკოვის ცენტრში მასობრივ აქციაში, მოსკოვის პროკურატურა საჭიროდ თვლის კანონის დარღვევის მიუღებლობის შესახებ გაავრცელოს გაფრთხილება,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა რუსეთის კანონით აკრძალულია და ადმინისტრაციულ უფლებადარღვევად ითვლება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიწვიოს.