ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ საპყრობილეში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ოჯახს

45
spot_img

ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ ალექსეი ნავალნის ოჯახს. მათი განცხადებით, ისინი პატივს მიაგებენ საპყრობილეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას.

აქციის მონაწილეებმა ანბანის კოშკთან ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და ტრანსპარანტები გამოფინეს წარწერით: „არ დაგვავიწყდება”, არ გაპატიებთ”.

მათი თქმით, რუსეთში თავისუფალ სიტყვას დევნიან და კლავენ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.