მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა! – ლიეტუვის პრემიერი

27
spot_img

რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადავცეთ ეს გზავნილი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.

„დღეს უკრაინა პატივს მიაგებს “ზეციური ასეულს“ – ღირსების რევოლუციის გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს დემოკრატიული უკრაინისა და ერის უფლებისთვის, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თავიანთი ქვეყნის რუსეთის „გავლენის სფეროს“ წყვდიადში ჩათრევის მცდელობას, რაც კრემლის სახელმძღვანელოში ნიშნავს ლიცენზიას დამორჩილებისთვის, მკვლელობის და წამებისთვის“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა.

მისი თქმით, 10 წლის შემდეგ უკრაინის გზავნილი იგივე რჩება: რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის ხალხის გადაწყვეტილებებზე.

„რუსეთს არც ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში აქვს სიტყვის უფლება. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადმოვცეთ ეს გზავნილი“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.