“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო”

31
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ მაკროფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

უკრაინის ლიდერი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის დახმარების ფონდის შექმნისთვის, რომელიც 2024-2027 წლებში ქვეყანას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. უკრაინის ფინანსური დახმარება გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც სამხედრო დახმარებასა და რუსეთზე სასანქციო ზეწოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“,  – წერს ზელენსკი.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.