,,მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი”- ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

18
spot_img

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს”, – წერს დომბროვსკისი.