,,გვარამიას გულწრფელი სინანული აკლია”- სანდრო რაქვიაშვილი

31
spot_img

ნიკა გვარამია ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, – აღნიშნულის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, გვარამიას გულწრფელი სინანული აკლია.

„აი, მართლა შეცდომა დავუშვით, ეს რა დაგვემართა და ბოდიში, ხალხნო, ეს უნდა იყოს. გულწრფელი სინანული არ აქვთ. როცა ამბობ, რომ იცით რა, ტექნიკურად, ხელისუფლება რომ შეგვენარჩუნებინა, ამისთვის ეს და ეს უნდა გაგვეკეთებინა და ამიტომ შეცდომა დავუშვით, გამოდის, რომ ყველაფერი მოგწონდა, უბრალოდ, რაღაც, ტექნიკურად შეცდი. ეს არის მთავარი პრობლემა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან.

არავინ არ დაიჯერებს, ნიკა გვარამია, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო იმ ნულოვანი ტოლერანტობის პროცესის, იმ კანონის თანაავტორი იყო, რომლითაც თავად იჯდა ციხეში და ამ ყველაფერზე სინანული რომ არ გაქვს, როგორ უნდა დაიჯერო, ეს ხალხი ისევ ერთპარტიულად რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმავეს არ გაიმეორებენ“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ „გირჩის“ ტელევიზიაში სტუმრობისას აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ყველაზე ცუდ ფორმაშია, რაშიც აქამდე იყო და ასევე, განაცხადა, რომ „ ენმ“-ის მმართველობის დროს, ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო და ტელევიზიები.