“მიზანმიმართულად ქმნით ფონს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- მაია ბითაძე

244
spot_img

„90-იან წლებში იყო ასეთი ტერმინი -„ მდედრიონი“. ეს იყო ეგზალტირებულ ქალთა გაერთიანება, რომელთა წვლილი თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებაში ძალიან დიდი იყო. ჩვენს კოლეგებს არ ახსოვთ ეტყობა, ისტორია და ის ბოღმა, ღვარძლი, სიბოროტე, რასაც ზოგიერთი ქალბატონი დეპუტატი სხდომათა დარბაზში აფრქვევდა, დღეს, პირდაპირ ხელს აძლევს რუსეთს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი შიდა დაპირისპირება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რუსულ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ისინი უკვე ამას აღარ მალავენ, სანქციების მოთხოვნაზე საუბრობენ. ქალს, ზოგადად, აქვს დედის ინსტიქტი და მშვიდობა სურს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციონერ ქალბატონებს ეს ინსტიქტი, როგორც ჩანს, გამქრალი აქვთ და ვაგნერელებადაც კი იქცნენ – მათ მხარდამჭერებად“, -აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, დეპოლარიზაცია არ ნიშნავს, რომ თუ ერთი მხარე იცრუებს, ქვეყანას ავნებს, მეორე მხარემ პასუხი არ უნდა გასცეს.

„ვიცოდი, რომ ჩვენმა ოპოზიციონერებმა ინგლისური იცოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ მათი ტელევიზიების ზოგიერთმა თარჯიმანმა ინგლისური არ იცის, მაგრამ დღეს აქ ისეთი ტყუილი მოვისმინეთ სტოკჰოლმში გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით, რომ არ შემიძლია, არ გამოვყო. იქ ითქვა, რომ 3 რეკომენდაცია 12-დან არის სრულად შესრულებული, 8- ზე ითქვა, რომ არის პროგრესი“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ქმნიან ფონს, რომ ქვეყანამ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.