“მე მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში ვერ ვხედავ, გააჩნია, როგორ და რა ფორმით იგულისხმება პოლიტიკაში მონაწილეობა – ალბათ, ის ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას”, – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას: ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ”
მისივე თქმით, ვერცერთ ქართველს ვერანაირი კანონი საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავს.
“მიხეილ სააკაშვილთან დეტალურად ვერ ვისაუბრე მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი პოსტიც კი არ მინახავს.
პირველ რიგში, ყველამ ვიცით, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მეორე მხრივ, ვერცერთ ქართველს ვერანაირი კანონი საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავს, ეს ხომ ფაქტია”, – განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, რატომ შეცვალა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ალასანია ამბობს, რომ “მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის იცვლის აზრს იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება იქნება”.
“ის, რომ მას საქართველოს სიყვარული და ინტერესი მუდმივად აქვს, ეს ხომ ფაქტია, მგონია არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. მე ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმება პოლიტიკაში მონაწილეობა. ალბათ, ის ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს.
მე არაფერ შუაში ვარ, ის ყოველთვის თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას და ახლაც თვითონ იღებს. ვფიქრობ, რომ საკმარისი გამოცდილებაც აქვს საამისოდ და საკმარისი ასაკიც.
ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის და პრემიერი ვერ იქნება, როგორ უნდა იყოს?” – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”.
„საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად”, -აცხადებს სააკაშვილი.