,,მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია”- მამუკა მდინარაძე

22
spot_img

მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ხან საწოლიდან გადმოვარდნას, მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას, ხან დემენციას და რაღაც სიგიჟეებს იგონებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას, სადაც ჯაფარიძე ამბობს: „მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას“.

„ეს შეცდომა არ არის, ეს არის თაღლითობა, ჩვეულებრივი თაღლითობაა. ტელევიზორის ყურების ან რაღაც სტატუსის ნახვის დროს სხვის მაგივრად შეგრცხვენიათ? აი, ასეთ მდგომარეობაში იყო ხალხი. ხომ ბევრჯერ განგიცდიათ ის მომენტი, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები, რაც უნდა შენთვის მიუღებელი პიროვნება იყოს. ასეთი შეგრძნება მქონდა მიხეილ სააკაშვილზეც კი, რომელიც პალატაში თავისი საწოლიდან ძალით ვარდებოდა. ასეთ მდაბიო მდგომარეობამდეა ეს ადამიანი დასული და არ შეიძლება, მასზე ამდენს ვლაპარაკობდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელია და ამგვარ განცხადებასაც ამიტომ აკეთებს.