“მეტის გაკეთებაა შესაძლებელი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად” – ენტონი ბლინკენი

80
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიესალმება ისრაელის გეგმას ყოველდღიური პაუზების შესახებ, თუმცა, ბლინკენის თქმით, მეტის გაკეთებაცაა შესაძლებელი.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჰუმანიტარულმა პაუზებმა აჩვენა, რომ მიღწეული პროგრესი დაეხმარება ადამიანებს, თავი დააღწიონ საფრთხეს და მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ.

„არის სხვა ნაბიჯები, რომლებიც ისრაელთან განვიხილეთ. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია მეტის გაკეთება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.