მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

168
spot_img

მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მაშველები მდინარეში სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მეტეხის ხიდზე მოაჯირს შეეჯახა, შემდეგაც მტკვარში გადავარდა.