2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა

30
spot_img

2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ანგარიშს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთაგან უმრავლესობა – 72 ადამიანი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის პირველ სამ თვეში იქნა მოკლული. მათი უმრავლესობა პალესტინელია.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წელს უკრაინაში მედიის თანამშრომლების დაღუპვის შემთხვევები შემცირდა: დაიღუპა ორი ადამიანი – უკრაინელი ბოგდან ბიტიკი და ფრანგი არმან სოლდენი. ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში 13 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა.