მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

54
spot_img

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მისაღებად, მაღალი მოსწრების სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახის შვილებისა და შშმ პირების განცხადებების მიღება თბილისის მერიაში დღეიდან მაისის ბოლომდე იწარმოებს, – ამის შესახებ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერიას ახალგაზრდებისთვის განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი და პროგრამა გააჩნია.

„უმაღლესი განათლების სასწავლო პროცესის დაფინანსების კუთხით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ეხება. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებსა და შშმ პირებს, მათ, ვინც თბილისშია რეგისტრირებული. მათთვის თბილისის მერია უზრუნველყოფს სწავლის საფასურის დაფარვას. მათ უკვე შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიას, წარმოადგინონ დოკუმენტაცია და თბილისის მერია უზრუნველყოფს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას, იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება. მინიმალური დაფინანსება არის 50%-იანი და იგი დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე“, – განაცხადა გვილავამ.