მექსიკაში, აშშ-ის საზღვართან სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

59
spot_img

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის საზღვართან სროლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ტამაულიპასის შტატის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, სამხედროები ტეხასის საზღვრის გასწვრივ პატრულირებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მოქალაქეები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა დაღუპულებს შორის სამხედროები.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ტამაულიპასის შტატში სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს.