“მძიმე ღამის ფონზე დიდუბის რაიონში ვითარება სტაბილურია” – გივი ჩხარტიშვილი 

124
spot_img

მძიმე ღამის ფონზე, ამ დროისთვის დიდუბის რაიონში ვითარება სტაბილურია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბედნიეროდ, ყველაფერმა ადამიანების დაშავებისა და ნგრევის გარეშე ჩაიარა.

„იყო დატბორვა რამდენიმე მისამართზე, მაგრამ შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობით, ყველაფერი დროულად მოგვარდა. წუხელ, დედაქალაქის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურები, მაჟორიტარები, ბიუროს თითოეული თანამშრომელი, გამგებლები, გამგეობის თანამშრომლები,საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კოორდინირებულად. ადგილზე ვამოწმებდით ცხელ ხაზზე შემოსულ თითოეულ ინფორმაციას.

გივიკოს ფანჩატურის „ბედზე მოფიქრალებს”, უბედურების და მსხვერპლის მოსურნეებს და მომლოდინეებს, ჩასაფრებულ რადიკალებს და ენჯეოშნიკებს გეტყვით – სააკაშვილის ბიბლიოთეკაში დატრენინგებულებო, ტროლებით ვერასოდეს შექმნით პოლიტიკურ ამინდის ვერც დიდუბეში, ვერც თბილისში და ვერც ქვეყანაში. ისე, ფანჩატური ბევრი გვაქვს დიდუბის რაიონში და ყველა ადგილზეა“, – წერს გივი ჩხარტიშვილი.