მათიკაშვილი: „ვეტინგის“ საკითხი დახურულია

27
spot_img

ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევასა და კონსტიტუციის დარღვევას არ დაუშვებს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ვეტინგზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა უკვე არსებობს.

„ვეტინგის“ საკითხი დახურულია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც საქართველოში უზენაესი კანონია. მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი. რაიმე სახით, იმ პროცესის განმეორება სურთ, რომელსაც 2003-2005 წლებში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ვეტინგი“ ერთჯერადი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება. „ნაციონალური მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება, რომლის თანახმადაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე უნდა მოხდეს.