,,მათ კი ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი არის გულმავიწყი და ვერ შეაფასებს მოვლენებს”- ალუდა ღუდუშაური

18
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები, – ასე აფასებს ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი სახელი და ისიც, თუ ვის ინტერესებს ატარებენ.

„„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი რუპორი და აპოლოგეტი გვარამია ხალხს სთავაზობს, რომ თურმე გედი ფოფხაძე ქართული პოლიტიკისთვის სიახლე ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი, მათ კი ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი არის გულმავიწყი და ვერ შეაფასებს მოვლენებს, თუ ვის წარმოადგენს გვარამია ან გედი ფოფხაძე. არანაირი სიახლე მათში არ არის, ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები და მათი ინტერესების გამტარებლები არიან“, – აცხადებს ღუდუშაური.

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდ „ახალს”, ახალი წევრები შეემატა, რომელთა შორის გედევან ფოფხაძეც არის.