“მასკის ჩრდილოვანი რეჟიმი” – მასკი პუტინს პირადად ესაუბრა

84
spot_img

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა პენტაგონის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პირადად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

ამის შესახებ The New Yorker-ის სტატიაში ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა “მასკის ჩრდილოვანი რეჟიმი”.

აღნიშნულია, რომ მასკმა გასული წლის ოქტომბერში ინფორმაცია თავდაცვის მდივნის მაშინდელ მოადგილეს, კოლინ კალს ნებაყოფლობით მიაწოდა.

მაშინ აქტუალური იყო საკითხი იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა Starlink-თან კონტაქტს კარგავენ. საუბარი იყო უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი „თავისად“ მიიჩნევს.

“ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ილონ მასკი ნერვიულობდა, რომ Starlink-ის ჩართულობა რუსეთში სულ უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც უკრაინისთვის ომში ხელშეწყობად და ეძებდა რუსების დასამშვიდებელ გზას”, – დასძინა კალმა.

პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, მასკმა თავად თქვა, რომ პუტინს ესაუბრა.

“მშვენიერი საუბარი მქონდა პუტინთან”. და ჩვენ ვიფიქრეთ, “ღმერთო ჩემო, ეს არ არის კარგი”, – თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

გაზეთის კიდევ ერთი წყაროს თქმით, მასკმა თქვა, რომ პუტინთან რამდენიმე კვირით ადრე ისაუბრა, ვიდრე “ტვიტერში” სამშვიდობო გეგმის თავის ვერსიას გამოაქვეყნებდა.