აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს

109
spot_img

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს. ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა ნახიჩევანსა და ლაჩინის რაიონში მდებარე აზერბაიჯანულ საგუშაგოებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.

„დაჭრილი ჯარისკაცი სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებენ. სომხური მხარის პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა სრულად სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანმა დაარღვია.

ინციდენტის ადგილი არ ზუსტდება.