“მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი”-მამუკა მდინარაძე

119
spot_img

პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია (ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის) კანდიდატურა? თავად აღიარეს, განვიხილავდითო. თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიურია, კვალიფიკაციით, ყველანაირად კარგი ადამიანია, ამბობენ, იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ბევრი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ავითარებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და კარგად ხვდება, რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ მოთხოვნების შესრულება, რაც საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ისმის.

„ათასი ვერსიაა, მათ შორის, გამოითქმის მოსაზრებები, რომ ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე „იცვალა ფერი“ პრეზიდენტმა, მაგრამ რა არის ფაქტი? ამით ვილაპარაკოთ, რომ საზოგადოება მიხვდეს, ჩვენ მართლები ვართ ამ მსჯელობაში. რამდენი ნაბიჯიც გადადგა, ყველა იყო რეალობის საწინააღმდეგო. 26 მაისს რაც გააკეთა, არ შევყევით სპეციალურად, განცხადებაც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, რომელიც ძალაში რჩება. „ნაცური“ ნარატივი საქართველოს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ, უკიდურესად შეურაცხმყოფელია. სალომე ზურაბიშვილმა თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, ხომ ვერ დავაბრალებთ, რომ არ იცის და ვერ ხვდება, ასეთი პრეტენზიები ხომ არ გვაქვს ჩვენ მის ინტელექტთან? ხომ ზუსტად იცის, ორი თვითმფრინავით მოხალისეების გაშვება [უკრაინაში] რა რისკებთან იყო დაკავშირებული, ხომ ზუსტად იცის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის?“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

მდინარაძის განცხადებით, არ ისაუბრებს მიზეზებზე, რატომ ჯდება სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საზიანო ნარატივში იმ ფონზე, რომ ყველა რისკის შესახებ კარგად არის ინფორმირებული.

„არსებობს მასთან კომუნიკაციები და როცა აზრი არ აქვს ამ კომუნიკაციებს, მაშინ წყდება ხოლმე პერიოდულად. რეალურად, ამ ადამიანმა, კარგად იცის ყველა რისკის შესახებ და რატომ რისკავს, რატომ ჯდება ამ დიდ, საერთო, საქართველოსთვის დამაზიანებელ ნარატივში – შეიძლება, ბევრი რაღაც ვიცოდე, ერთ ვერსიას ვიზიარებდე, მაგრამ ამაზე საუბარი მიჭირდეს, რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შევიდეთ ნარატივში, რომელში შესვლასაც გვიბიძგებდა მისი ნაბიჯები“, – განაცხადა მდინარაძემ.