“მარტში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 4 ათასზე მეტი ბომბით, რაკეტითა და დრონით განახორციელა” – ზელენსკი

22
spot_img

მარტში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 4 ათასზე მეტი ბომბით, რაკეტითა და დრონით განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მხოლოდ მარტში რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 600-ზე მეტი Shahed-ის ტიპის დრონი და 3 ათასზე მეტი მართვადი ბომბი გამოიყენეს. აღნიშნულ ტერორიზმს უკრაინის სხვადასხვა ქალაქები და სოფლები განიცდიან, რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით სასაზღვრო და ფრონტის ხაზის ტერიტორიებს ურტყამს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად რუსების დარტყმებს ხარკოვი განიცდის.

„განადგურებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები ყოველდღიურად ნადგურდება. ეს ყველაფერი არ მოხდება, როდესაც უკრაინა საიმედო საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, რომლებსაც ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენა და ჩვენს ქალაქებში უსაფრთხოების აღდგენა შეუძლია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.