“აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის მომსწრე ვართ – სად წაიკითხეთ პრორუსული ან რუსული პასაჟი?!” – ბექა ოდიშარია ოპოზიციას

46
spot_img

აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის მომსწრე ვართ – სად წაიკითხეთ პრორუსული პასაჟი, ან საერთოდ რუსული?! თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ!- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირება გააპროტესტა.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, ოპოზიციის ნაწილი „თემიდან არის გასული“.

„აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის მომსწრე ვართ. თემიდან არიან გასულები, მომხსენებლის წარმოდგენილ საკითხს არ ეხებიან. სწორედ ამათი მოწყობილია პროვოკაცია, რაც ამ დარბაზში მოხდა, ხატია დეკანოიძის და სხვების. რა არის ანტირუსული? ანტიევროპული და პრორუსული სად არის? თქვით, სად არის პრორუსული? სად წაიკითხეთ პრორუსული პასაჟი, ან საერთოდ რუსული?! თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ! თქვენ ფარავთ იმ [დაფინანსებას], რასაც იღებთ და რაში ხარჯავთ?

რომელია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია? „სირცხვილია“ თუ სხვა მსგავსი ორგანიზაცია, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები. თუ ის სემინარებია პროევროპული, ხალხს რომ ასწავლით იარაღის სროლას, როგორ დაამზადონ ისეთი შეიარაღება, რომლითაც აქ ადამიანებს დაწვავენ. თუ „მთავარია“ დამოუკიდებელი ტელეარხი, რომლის დაფინანსებასაც თურმე განიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი ტელეარხის ხელშეწყობას?! ეს არის თქვენი სახე, შემდეგ იქიდან თქვენ იღებთ ამ ფულს, თქვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს გხვდებათ წილი. ერთმანეთზე კუდებით ხართ გადაბმული, კიდევ ფინანსური არხებით. სწორედ ამიტომ არ გინდათ, რომ გამჭვირვალე იყოს [ფინანსები], საზოგადოებამ გაიგოს საიდან მოდის და რაში ხარჯავთ. თქვენ აზიანებთ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს, თქვენ აზიანებთ ხალხში იმ ინტერესს და სურვილს, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში გაწევრიანებასთან. თქვენ ხართ მთავარი წინაღობა ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში. გთხოვთ, შალვა [პაპუაშვილი], შემდეგ ჯერზე გაუთიშეთ მიკროფონი ამ მართლაც პრორუსულ ძალებს, ამ აგენტურას ყველა რჯულისა“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

რაც შეეხება გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას, ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რა „ვაი-ვიში“ სჭირს ოპოზიციას.

„რაც შეეხება კვოტირებას, ნამდვილად პროგრესული იყო, ჩვენ დავუჭირეთ მხარი, თქვენ სად იყავით ჩვენ რომ მხარი დავუჭირეთ?! კობახიძის ინიციატივა იყო, რომ არ ყოფილიყო წინა მოწვევის გუნდი, ვერაფერი იქნებოდა მიღებული. ვერაფერი იქნებოდა მხარდაჭერილი ქალთა ინტერესებისთვის. ვერ ვხედავ ქალებს ჩვენს ფლანგზე, რომლები კვოტით არიან მოხვედრილები, თქვენ თუ ხედავთ თქვენს რიგებში, წამოდექით და შემოგვჩივლეთ, შემდეგ გიშუამდგომლებთ თქვენს პარტიულ ბოსებთან, სიაში რომ ჩაგწერონ. რა გჭირთ ასეთი, რა ვაი და ვიში გჭირთ?! რომელ ქალს უშლის ხელს ადამიანი პოლიტიკაში მოსვლას“,- აღნიშნა ოდიშარიამ.