მახინჯაურში ხანძარია – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა

141
spot_img

მახინჯაურში ტყესთან ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ამასთან, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საშიშროება არ არის.