2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

874
spot_img

ვერძი

თქვენი მოჭარბებული ენერგია მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ, მიეცით ირგვლივ მყოფებს საშუალება დაისვენონ და დატკბნენ თავისი მცირე მიღწევებით.

კურო

დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან საქმეს დაასრულებთ. ერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

ტყუპები

ფრთხილად, ერიდეთ პროვოკაციებს, დიდია მოტყუების ალბათობა, როგორც პირად, ასევე, საქმიან სფეროში.

კირჩხიბი

დიდია ალბათობა უცხო ადამიანებთან ერთად უჩვეულო გარემოში აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტში და თავი გაარიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს.

ლომი

აისრულეთ სანუკვარი სურვილი და სადმე იმოგზაურეთ, დაგეგმეთ წასვლა ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ხნის წინ იყავით.

ქალწული

მშვიდი, ჰარმონიული დღეა, პატარ-პატარა საქმეებს იოლად აგვარებთ, ცხოვრება ჩვეულ რიტმში ვითარდება.

სასწორი

მნიშვნელოვანი საქმეები, სჯობს, სამომავლოდ გადადოთ, ახლა კი ყოველდღიური ყოფითი საკითხებით დაკავდით.

მორიელი

იყავით ლაღი და თავისუფალი, ზედმეტად ნურაფერს ჩაუღრმავდებით, არ არის საჭირო რთული საკითხების დრამატიზება.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ, წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმეები და გარემო ფაქტორები არ გაძლევთ აქტიურობის საშუალებას. მიეცით თავს დასვენების საშუალება.

თხის რქა

ენერგიისა და ძალების მოზღვავებას გრძნობთ და უფრო აქტიურდებით. უფრთხილდით აგრესიის გამოვლინებას და ძალები დაზოგეთ.

მერწყული

გააანალიზეთ ყოველივე, დაფიქრდით და გულახდილი იყავით საკუთარ თავთან, იქნებ დროა, სამართლიანად გადაანაწილოთ რესურსები, ისე რომ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს.

თევზები

ნებისმიერი ცვლილება, ან ადგილის შეცვლა მეტად სასიკეთოდ აისახება თქვენს ცხოვრებაზე, თუნდაც ხანმოკლე მოგზაურობა, ან სტუმრად წასვლა მეგობართან გამოგაცოცხლებთ და სხვა ადამიანად გაქცევთ.