“მადლობას ვუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატებს” – ირაკლი კობახიძე

112
spot_img

მე მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატებს. გაგრძელდება პროცედურები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე წევრის არჩევას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მოხარული ვართ, რომ უკვე არჩეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი. მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან, კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რადიკალურმა ოპოზიციამ არათუ არ დაუჭირა მას მხარი, არამედ პირიქით, წარმოებდა ბულინგი იმ ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციიდან დაუჭირეს მხარი იოსელიანის კანდიდატურას. იქაც იგივე მიზეზი იყო – რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. დღესაც ეს იყო მორიგი ტესტი – მე მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატებს. გაგრძელდება პროცედურები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე წევრის არჩევას“, – განაცხადა კობახიძემ.