“ლელო“ „ნაცების“ გარეშე იქნება ყვითელი „ნაცები“ და გვექნება ორი „ნაცები“ – ყვითელი და წითელი” – იაგო ხვიჩია

53
spot_img

„ლელო“ „ნაცების“ გარეშე იქნება ყვითელი „ნაცები“ და გვექნება ორი „ნაცები“ – ყვითელი და წითელი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ყველა „ნაცური“ პარტია „ლელოს“ ჩათვლით უნდა გაწევრიანდეს „ნაცებში“ ზოგადად და არ დააბნიონ ამომრჩეველი. იმიტომ, რომ დამოუკიდებელი პერსპექტივა მათ ნაკლებად გააჩნიათ იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად „ნაცები“ არიან. გახარიები მე მგონი, ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ პოლიტიკაში. „ლელო“ ნაცების გარეშე იქნება ყვითელი „ნაცები“ და გვექნება ორი „ნაცები“ – ყვითელი და წითელი. თქვენ კითხულობთ რომელი ნაცები მოერევა და ყვითლებს აქვთ თუ არა შანსებიო. მე მგონია, რომ ნაკლებად უფრო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„ნაციონალურ მოძრაობიდან“ წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მათი უმრავლესობა თავს ნიკა მელიას გვერდით მოიაზრებს, რომელმაც ახალი პარტიის შექმნა უკვე დააანონსა. პარტიაში დარჩენილთა ნაწილი კი, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას ელოდება.