“დღეს ნიკა გვარამიას ცინიზმს NDI-მ ყველაზე კარგად გასცა პასუხი – არაფრად ვარგიხართო”

63
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, მიუხედავად იმისა, რომ NDI-ს კვლევები ნდობას ხშირად არ იმსახურებს, იქაც კი ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებისთვის ცუდ ფორმაშია.

„უმძიმესი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე. ეს მოსალოდნელიც იყო. როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის წინააღმდეგ წახვალ, 5%-იანი ბარიერიც სანატრელი გაგიხდება. ომი, ნგრევა და სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა – აი, ამის პასუხია ნაცებისთვის 4% და დანარჩენი ოპოზიციისთვის – თითქმის არაფერი.

არჩევნებამდე კი უკვე დრო აღარ რჩებათ რაიმე სასიკეთოს გასაკეთებლად. 4% „ნაცმოძრაობას“, ეს ჯერ კიდევ მელიას გასვლამდე, დღეს ალბათ 2% დარჩებოდათ ორივეს ცალ-ცალკე. დანარჩენ ოპოზიციას კი საერთოდ არ ესინჯება პულსი.

დღეს ნიკა გვარამიას ცინიზმს NDI-მ ყველაზე კარგად გასცა პასუხი – არაფრად ვარგიხართო. ამ პროცენტების შემდეგ, ალბათ, გვარამია თავად გადაინაცვლებს აფრიკულ ტომებში, მაგრამ იქაც ხელმოცარული დარჩება.

არ ვიცით, ეს კვლევა ოპოზიციისთვის ყურის აწევა იყო, მათი დაქოქვა, თუ ახლისთვის ადგილის გათავისუფლება, მაგრამ, ფაქტი ერთია – მოახლოებულ არჩევნებზე ქვეყანა ოპოზიციის გარეშე მიდის, სახელისუფლებო გუნდი – უკონკურენტოა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.