კრემლთან გამართულ აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს

21
spot_img

ფრონტიდან მობილიზებულების დაბრუნების მოთხოვნით კრემლთან გამართულ აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს. უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მოძრაობის „გზა სახლისკენ“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა.

აღნიშნული მოძრაობა უკრაინიდან, ფრონტიდან მობილიზებული ნათესავების დაბრუნებას ითხოვს. უფლებადამცველებისა და მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციაზე დაკავებულებს შორის 20 ჟურნალისტია, მათ შორის „ფრანს პრესისა“ და „შპიგელის“ წარმომადგენლები. გამოცემა „სოტას“ ცნობით, მედიის წარმომადგენლები მალევე გაათავისუფლეს.