აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი იერიშები მიიტანეს

34
spot_img

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები მიიტანეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დარტყმებამდე, თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუსიტების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად.

მათივე თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ს საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.