,,კოტეჯები, რომლებიც ადიდებულმა წყალმა დატბორა, არ ფუნქციონირებს”- ხელვაჩაურის მერი

248
spot_img

აჭარაში, სტიქიის ზონაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. როგორც მედიასთნ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ განაცხადა, კოტეჯები, რომლებიც ადიდებულმა წყალმა დატბორა, არ ფუნქციონირებს, ვინაიდან ექსპლუატაციაში არ არის მიღებული:

“ადიდებულია მდინარე ყოროლისწყალი თავისი შენაკადებით. ჩვენ, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზე ვიმყოფებით და ვსწავლობთ ვითარებას. კოტეჯები არ ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ამასთან დაკავშირებით განცხადებას დამატებით გავაკეთებთ,”– აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე.

შეგახსენებთ, ხელვაჩაურში სტიქიას ებრძვიან. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ყოროლისთავში მდინარე ადიდდა. დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.