ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა

31
spot_img

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში, სერია A-ს 26-ე ტურში, 11 მარტს „ატალანტას“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც ჯერ – ტურის, შემდეგ – თვის, ახლა კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

ჯილდო ქართველ ფეხბურთელს ვეტერანმა იტალიელმა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა კუალი არელამ გადასცა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.