“ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და არც არჩევნების დღეს ექნება” – მიხეილ სარჯველაძე

19
spot_img

ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და არც ექნება არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დღეს და არც არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვისაც აქვს დასაფარი და ვინც იბრძვის საიმისოდ, რომ რაღაცები იყოს ჩრდილში მოქცეული, ეს სამწუხაროდ, გახლავთ სწორედ ოპოზიცია და ოპოზიციური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები, სადაც არსებობს პრაქტიკა არაფორმალური მმართველობისა, არასწორი ფინანსების მოძიებისა და ა.შ., აი მათთვის კი შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც მტკივნეული და პრობლემური იყოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.