,,ხაბეიშვილი იქნება თუ ვაშაძე ბილბორდზე გამოსახული პირველ ნომრად,ეს ვერაფერს შეცვლის” – ოხანაშვილი

41
spot_img

ჩვენი ინტერესი არის, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ინტერესების გამტარი პარტია იყოს. ეს მხოლოდ ჩვენი, როგორც პარტიის ინტერესი კი არა, ეს ხალხისა და საზოგადოების ინტერესშია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, კრიტიკული, საინტერესო პოლიტიკა კეთდებოდეს – არგუმენტებზე, იდეებზე, ხედვებზე დაფუძნებით და არა რადიკალიზაციით, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი ვაშაძე ყოველთვის რადიკალური ხაზის გამტარები იყვნენ ქართულ პოლიტიკაში.

„ვაშაძის პოლიტიკური წონა ყველასთვის ნათელია. დეპუტატების ერთ ხელზე ჩამოსათვლელი რაოდენობის გაყვანა შეძლო პარლამენტში და მას შემდეგ მისი პოლიტიკური წონა რომ შემცირებულია და გაზრდილი არ არის, მგონი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ფერიცვალება მოხდა ამ ადამიანის შინაგანად პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ადამიანი შინაგანად, თავისი პოლიტიკური ხედვითა და აზროვნებით იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. წლების განმავლობაში იყო ადეიშვილის კადრი. შესაბამისად, ის იყო დაკავშირებული და კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ამ პარტიას. ამიტომ ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ხაბეიშვილი იქნება თუ ვაშაძე ბილბორდზე გამოსახული პირველ ნომრად, ეს შინაარსობრივად და თვისებრივად რაიმეს ვერ შეცვლის პოლიტიკური თვალსაზრისით. მთავარი ის არის, რომ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური წონა არ შესწევთ იმისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე გავლენა მოახდინონ. ასევე ნათელია ყველასთვის, რომ ეს ადამიანები რეალურად დავალებების განმხორციელებლები არიან, განსაკუთრებით რადიკალური ხაზის გააქტიურებით. რეალური გადაწყვეტილებები რომ კულისებს მიღმა მიიღება მათი ხელმძღვანელების დაკვეთით, ესეც გასაგებია“, – აღნიშნა ოხანაშვილმა