კანონიც ფეხზე ჰკიდია და კონსტიტუციაც – ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

344
spot_img

“ჯერ ხომ კონსტიტუცია ჩამოიმხო თავზე ამ ავაზაკმა ქალმა, ახლა მორიგ უკანონობაზე მიდის”- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას,  რომლის თანახმად, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

ქადაგიძის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, კანონით დაუშვებელია, თუმცა ზურაბიშვილისთვის მთავარია, ბოლომდე შეასრულოს.

„“პატრონების” დავალება. ჯერ ხომ კონსტიტუცია ჩამოიმხო თავზე ამ ავაზაკმა ქალმა, ახლა მორიგ უკანონობაზე მიდის. კანდიდატების გაწვევა ან მათ წარდგინებაზე უარის, თქმა კანონით დაუშვებელია. განა არ იცის?! კარგად იცის, მაგრამ კანონიც ფეხზე ჰკიდია და კონსტიტუციაც. მისთვის მთავარია პატრონების დავალება შეასრულოს და ბოლომდე ჩადგეს საქართველოს წინააღმდეგ აგენტურის სამსახურში!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02JQm7J59QvNsbWU1BU3So7iqJnSCLzNE7MVyNQ7fZtLkNGPFmXbdXC3sm1huaWPbQl&id=100086327117582