კახოვკას ჰესის აფეთქების მიზეზების დასადგენად ერდოღანი ზელენსკის კომისიის შექმნას სთავაზობს

117
spot_img

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიგამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შეიძლება შეიქმნას კომისია დაპირისპირებული მხარეების, გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის თურქეთის ექსპერტების მონაწილეობით, კახოვკის კაშხლის აფეთქების დეტალური გამოძიების მიზნით“, – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მედიის ინფორმაციითვე, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი მზადაა ამ მხრივ ყველაფერი გააკეთოს და „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების მსგავსად, მოლაპარაკებების ფორმატი დაიცვას.

ამასთან, ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს არ დატოვებს.

გარდა ამისა, ზელენსკისთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად საკუთარი როლი შეასრულოს.