„ჯო ბაიდენს სურს, რომ ისრაელის წარმატებული თავდაცვის შემდეგ სიტუაციის ესკალაცია თავიდან აიცილოს“

18
spot_img

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჯო ბაიდენს სურს, რომ ისრაელის წარმატებული თავდაცვის შემდეგ სიტუაციის ესკალაცია თავიდან აიცილოს“ (ავტორი – პიტერ ბეიკერი), რომელშიც თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და ამერიკელ კონგრესმენთა თვალსაზრისებია გადმოცემული ირან-ისრაელის გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე.

 „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ურჩია ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ირანის მიმართ საპასუხო დარტყმა არ განახორციელოს, მასშტაბური ომის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით. „ირანული რაკეტებისა და დრონების თითქმის 100%-იანმა განადგურებამ ყველას აჩვენა და დაუმტკიცა, რომ ისრაელს თავის დაცვა შეუძლია და მას მტრები ვერაფერს ავნებენ. შესაბამისად, აუცილებელი არ არის საპასუხო ცეცხლის გახსნა“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

„ამერიკელ პარტნიორებთან სატელეფონო საუბრის დროს, ისრაელის ოფიციალური პირები შურისძიების სურვილით იყვნენ აღვსილნი, რომ ირანის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯი გადაედგათ. თავის მხრივ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის საფუძველზე, დელიკატურად აცნობეს „ნიუ-იორკ თაიმსს“, რომ საბოლოო ჯამში, ცხადია, გადაწყვეტილების მიღების უფლება უშუალოდ ისრაელს აქვს.

„ჯერ არაფერი არ არის დასრულებული“, – ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა, – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისათვის. ვიმედოვნებ, რომ ისრაელი ასეთივე წარმატებით მოიგერიებს ყველა შეტევას“.

ამერიკული არგუმენტი იმით გამოიხატება, რომ რადგანაც ისრელმა წარმატებით გაანადგურა ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები დამასკოში და რადგანაც მან ასევე წარმატებით მოიგერია ირანის საპასუხო სარაკეტო შეტევა, თანაც რაიმე ზარალი არ განუცდია, სამხედრო დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი ისრაელის მხრიდან საჭირო აღარ არის“, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო