ჯო ბაიდენის წერილი ნიკოლ ფაშინიანს

253
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ჰპირდება.

ამის შესახებ ნიკოლა ფაშინიანისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სომხეთის პრემიერ- მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა ერევანში ვიზიტისას პირადად გადასცა.

„გიდასტურებთ ქვეყნისა და ჩემი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის მისწრაფებაში, რომელიც მიმართულია მდგრადი რეგიონული მშვიდობისკენ, რითაც გარანტირებული იქნება სომხეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია“, – ნათქვამია წერილში.