„ჯო ბაიდენი – ყველაზე შეუფერებელი მოქმედი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ“

39
spot_img

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ პოსტის“ (New York Post) 14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი – ყველაზე შეუფერებელი მოქმედი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ, რომელსაც მეორედ არჩევის პრეტენზია აქვს“ (ავტორი – რიჩარდ ლოური, მწერალი, ჟურნალ „ნეიშენელ რევიუს“ მთავარი რედაქტორი).

უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამის პერეფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა დარწმუნებულია: აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იმდენად ძვირფას ადამიანს წარმოადგენს, რომ იგი ყველანაირად დაცული უნდა იყოს – იმდენად, რომ შეიძლება მის რეალურ მდგომარეობაზე სიცრუეც კი გაავრცელო წინასწარგანზრახულად.

როგორც ისტორია გვაჩვენებს, სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში თეთრი სახლი მართლაც საკმაოდ ხშირად სიცრუეს ავრცელებდა და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა – ამომრჩევლებს სინამდვილეს უმალავდა.

სწორედ ამიტომაც ამერიკულმა საზოგადოებამ არ იცოდა სიმართლე პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მდგომარეობის შესახებ, როცა მან ინსულტი გადაიტანა, აგრეთვე ჯონ კენედის ჯანმრთელობის ირგვლივ. ფრანკლინ დელანო რუზველტის მძიმე მდგომარეობაც არ იყო ცნობილი საზოგადოებისათვის, როცა იგი მეოთხე საპრეზიდენტო ვადით ასარჩევად ემზადებოდა. საბოლოო ჯამში, იგი 1945 წლის  12 აპრილს გარდაიცვალა, ინაუგურაციიდან 82 დღის შემდეგ.

აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია, რომლის მიმართაც ბევრი კითხვაა წამოჭრილი, ამერიკის ისტორიაში მომხდარ მსგავს მაგალითებს გვახსენებს, რომელთა გათვალისწინებით, ჯო ბადენი, შეიძლება თქვას, ყველაზე უვარგის და შეუფერებელ კანდიდატს წარმოადგენს ფრანკლინ რუზველტის დროიდან. თუმცა ცოტა თუ გაბედავს სიმართლის თქმას ვინმე იმ ექიმებიდან, რომლებიც პრეზიდენტის ნდობით სარგებლობენ.

სხვათა შორის, ისტორიიდან ცნობილია პრეზიდენტის მკურნალი ექიმების მიერ ე.წ „ჰიპოკრატეს ფიცის“ დარღვევის ფაქტებიც პაციენტის მდგომარეობის თაობაზე („რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არვის გავუმხილო იგი“). 1944 წლის დასაწყისში ფრანკლინ რუზველტს დაუდგინეს მისი სიცოცხლისათვის სახიფათო დიაგნოზი – „გულის მწვავე უკმარისობა“, ხოლო პირადმა ექიმმა პრეზიდენტის მდგომარეობა, უბრალოდ, „საშინლად“ ჩათვალა. ამის მიუხედავად, თეთრმა სახლმა, არჩევნების წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა „სრულიად წესრიგშია“ და ორგანული ფუნქციების დარღვევა „აბსოლუტურად არ აღინიშნება“.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლს იმდროინდელმა ჟურნალისტებმაც მხარი აუბეს და ფრანკლინ რუზველტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე გაჟონილი ინფორმაცია „შიშის დათესვის“ კამპანიად შეაფასეს. ისინი ისე დაბეჯითებით უარყოფდნენ სინამდვილეს, რომ მზად იყვნენ საჯაროდ შეერცხვინათ ნებისმიერი ადამიანი – პოლიტიკური ოპონენტი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვინც კი ოფიციალურ ვერსიაში ეჭვს შეიტანდა. „ზოგიერთებს ისე სძულთ ჩვენი პრეზიდენტი, რომ ძილშიც კი მის ავად ყოფნა ესიზმრებათ“, – იმდროინდელი ასეთი განცხადებები დღესაც უკიდურესად აქტუალურად ჟღერს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პოლიტიკური მხარდამჭერები და მოკავშირეები ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთ მოვალეობის შესრულებას. ფრანკლინ რუზველტის გარემოცვას ზალიან ეშინოდათ მისი სიკვდილისა, მაგრამ ამას არავინ არ იმჩნევდა. სხვათა შორის, არც თვითონ რუზველტს არ ჰოქნდა განზრახული ამომრჩევლებისათვის სიმართლე ეთქვა: „ისტერიული ბრალდებები  და სენსაციური მხილებები ხელოვნურად არის მოგონილ-შეთხზული ჩვენი არაკეთილმსურველების მიერ, არჩევნების მომენტში  ადამიანებს შორის პანიკის დასათესად“, – აცხადებდა მოქმედი პრეზიდენტი მეოთხედ არჩევის წინ.

შესაძლოა, ფრანკლინ დელანო რუზველტს უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვას, ვაპატიოთ ეს ცრუ ნათქვამი იმდენად, რამდენადაც გასაგებია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მას შეეძლო საკუთარი თავი შეუდარებელ და შეუცვლელ ადამიანად წარმოესახა… და მაინც, ის ფაქტს, რომ იგი უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა პრეზიდენტის ხელისუფლების პოლიტიკურ მემკვიდრეობითობას, გონივრულ მოქმედებად ვერ ჩავთვლით.

ჰარი ტრუმენი, რომელსაც 1945 წლის ნოემბრიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა დაკავებული და რომელსაც ფრანკლინ რუზველტის სიკვდილის (ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო) შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება მოუწია, ამბობდა, რომ იგი პრეზიდენტის ფნქციების შესრულებისთვის სრულიად მოუმზადებელი იყო იმდენად, რამდენადაც არც მოქმედი პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები არავის არ აყენებდნენ საქმის კურსში მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და ქვეყნის საშინაო პრობლემებზე – არ მიაჩნდათ აუცილებლად, რომ ყველაფერი  ვიცე-პრეზიდენტსაც უნდა  სცოდნოდა.

კაცმა რომ თქვას, რუზველტის მდგომარეობაზე საუბრისას არც თვითონ ჰარი ტრუმენი არ გამოირჩეოდა სხვებისგან: როცა იგი იანუგურაციის შემდეგ, 1945 წლის დასაწყისში, პრეზიდენტს შეხვდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თეთრი სახლის მეთაური თავს კარგად გრძნობს და სიცრუეს ნუ ავრცელებთო“, მაგრამ იმავე დღეს თავის ახლო მეგობარს გაანდო – „პრეზიდენტს ხელები უკანკალებს და ძლივ-ძლივობით ლაპარაკობსო“.

პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ მოქმედ ადმინისტრაციას არასდროს არ ექნება შესაფერისი და მოხერხებული მომენტი იმისათვის, როცა შესაძლებელი იქნება პატიოსნად და გულახდილად ისაუბროს ამერიკელი ნებისმიერი ლიდერის ჯანმრთელობის პრობლემებზე – იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ: სიმართლის თქმა პრეზიდენტის იმიჯს დააზარალებს, პოლიტიკური მეტოქეებისათვის კი მომგებიანი იქნება.

ყურადსაღებია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დასაწყისში ზოგიერთი მისი მხარდამჭერი იმედიანად იყო განწყობილი და მას ენერგიულობის მხრივ ფრანკლინ რუზველტსაც კი ადარებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი დღეს მართლაც უფრო მეტად ჰგავს თავის შორეულ ლეგენდარულ დემოკრატ წინამორბედს, მაგრან არა ენერგიულობით, არამედ იმით, რომ თითქმის იგივენაირ რეფლექსებს და სიმპტომებს აჩვენებს.

თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯო ბაიდენსაც აუცილებლად იგივე ბედი ექნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დადგებიან, ამერიკელებს 80-წლიანი ისტორიის გაკვეთილები უნდა ახსოვდეთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო