ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში მოკლულთა 40 პროცენტზე მეტი ბავშვია

130
spot_img

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში 7028 ადამიანი დაიღუპა, მათგან 40%-ზე მეტი ბავშვია. ამის შესახებ BBC წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მონაცემებს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილია 18 482 ადამიანი, მათ უმრავლესობასაც ბავშვები წარმოადგენენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.