,,ივანიშვილისთვის ერთი მთავარი ღირებულება არსებობს – სამშობლო და ქართველი კაცი”- სუბარი

38
spot_img

როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი გაჭირვება იყო, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქართული ელიტა გადაერჩინა – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხის მიუხედავად, იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს მაინც დაუპირისპირდა.

„სპორტსმენები, მეცნიერები, ხელოვანები – ისინი, ვინც საქართველოსა და ქართველობას ქმნიან, ვინც საქართველოს წარსული შექმნეს და ვინც მომავალს ქმნიან; ვინც საქართველოს სახეები არიან – ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მან ძალიან კარგად იცოდა, რამხელა საფრთხეში იგდებდა თავს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. იმ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, ივანიშვილისთვის ერთი მთავარი ღირებულება არსებობს – სამშობლო და ქართველი კაცი.

„არც ვიცი, მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, ამიტომ არ დავასახელებ, თუ რომელი ქვეყნის ელჩი იყო – როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ ელჩთან ერთად მთათუშეთში უნდა გაფრენილიყო, ელჩმა უთხრა, არ წავიდეთ, სახიფათოა, რადგან სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ჯერ კიდევ აქვს გავლენები და შეიძლება ჩამოგვაგდონო. ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ელჩებმა ამ დონეზე იცოდნენ, თუ რა საფრთხეები იყო. მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.