გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

33
spot_img

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში პრინციპულ მეტოქესთან, თურქ ტაჰა აკგულთან 4:5 დამარცხდა.