“ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით” – ლევან ხაბეიშვილი

21
spot_img

ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ფოთში, „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყოველდღიურად ადამიანები გრძნობენ, თუ როგორ გაუძვირა ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრება. ლევან ხაბეიშვილმა წარმოადგინა ქვითრები, თუ როგორ გაიზარდა ბოლო დროს ფასები.

„უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ მაგალითად, სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში იგივე პროდუქტები არის ბევრად იაფი, ვიდრე საქართველოში. ანუ შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იაფი იყოს, მითუმეტეს, რომ სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი საქართველოს გავლით ხვდება. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს. ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით. კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.