“იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას?” – რატი იონათამიშვილი

27
spot_img

იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? – „ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვი, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო“, აღიარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…“

„იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას?

“ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…”

ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, – პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ!

საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“ ,- წერს რატი იონათამიშვილი.